ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6096 - ტენდერი ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2019 წლის 6 ნოემბერი, 17:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურების შესყიდვაზე.

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • ყოველთვიური გამოძახებების საშუალო რაოდენობა - 60.

კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ, ტექნიკურ მდგომარეობაში;
  • ავტომობილი უნდა იყოს კარგ სანიტარულ მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა;

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • ინფორმაცია მანქანების კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ; 
  • ინფორმაცია თუ რა ფორმით მოხდება გამოძახება: სატელეფონო ზარით (სასურველია), ან სატელეფონო ზარს+აპლიკაცია;
  • ინფორმაცია, თუ რა სახით მოხდება რეპორტის წარმოება განხორციელებული მგზავრობის შესახებ;
  • შემოთავაზების შევსებული ცხრილი;
# მომსახურება ტარიფები
1 1 კმ-ის ღირებულება თბილისში (ფასი უნდა იყოს მოცემული ლარში ყველა გადასახადის გათვალისწინებით)  
2 ჩაჯდომის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  
3 უფასო დალოდების დრო (წთ)  
4 დალოდების ტარიფი უფასო წუთების ამოწურვის შემდეგ  
5 გამოძახებიდან ადგილზე მისვლის მაქსიმალური დრო (წთ)  

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 6 ნოემბერი 17:00 სთ.
  • სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ 1 კმ-ის ღირებულება თბილისში;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ბექა ჟღენტი
ტელ: +995 599260007
ელ. ფოსტა: bzhgenti@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ნოემბერი 2019 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა