ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6097 - Agro Equipment for Wine Sector / აგრო ტექნიკა მევენახეობისთვის

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 11.11.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისური ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - „Agro Equipment for Wine Sector“
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 16.2179.6-001.00
და აგრეთვე ნომერი 91133910


გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ანა ჩხეიძეს
anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 20.11.2019 -სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირმასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 16300000 მოსავლის ასაღები მანქანები
  • 16400000 შესაწამლი მანქანები სოფლის მეურნეობის ან მებაღჩეობისათვის
  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 16700000 ტრაქტორები

დოკუმენტაცია