7 ნოემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6101 - ტენდერი ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტრო სამონტაჯო სამუშაოების დაპროექტებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქინვესტი’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების: #30/10-S/Project-19
მომსახურების აღწერა:
- ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტრო სამონტაჯო სამუშაოების დაპროექტება შემდეგზე:
- 5/4 და 31/4 შენობების ხუთი სართულის სარდაფის ჩათვლით დერეფნებისა და კიბის უჯრედის ელექტრო გაყვანილობის განახლება, კამერების შესასვლელამდე მიყვანით. საერთო ფართობით ჯამში 1867 კვ.მ და შენობა 11/3, მეორე და მესამე სართულის საერთო ფართობით ჯამში 1954 კვ.მ.
- შენობა 5/4 და 31/4-ის ელექტრო მომარაგება ხორციელდება შენობა 32/1-ში არსებული ქვესადგურიდან. შენობა 11/3 ელექტრო მომარაგება ხორციელდება შენობა 02/1-ის სარკინიგზო ბაქანზე არსებული გამანაწილებელი ფარიდან.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტერიტორიის საკადასტრო გეგმა -1 ფურცელი.
- შენობა 5/4 და შენობა 31/4 ის ყველა სართულის მიხედვით გაერთიანებული აზომვითი პროექტი (სარდაფი,1,2,3,4 სართულების) - 5 ფურცელი.
- შენობა 11/3 აზომვითი პროექტი(2სართული - 1 ფურცელი, 3 სართული-1 ფურცელი)
განსაკუთრებული პირობა: საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების აგრეთვე სამრეწველო სანიტარიის ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
გიორგი გილაური
საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები