ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6105 - ფასთა გამოკითხვა კომპანიის კვებით უზრუნველყოფის მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“)  აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯგუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15  საშუალო  და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. 

საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელი. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს „ენერგო პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას, კომპანიის კვებით უზრუნველყოფის მომსახურეობაზე.

მომსახურების პირობები: 

  • სს ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისის თანამშრომლებისთვის კვებითი მომსახურების გაწევა (მისამართი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19);
  • სათაო ოფისის თანამშრომლების რაოდენობა - 500 ადამიანი;
  • სასადილოს კვადრატულობა - 160 კვ/მ; მაგიდების რაოდენობა - 24; ადგილების ჯამური რაოდენობა - 100. 
  • სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი (09:30-დან 18:30-მდე);
  • სერვისის მიწოდების (სადილით უზრუნველყოფის) გრაფიკი 12:00-დან 16:00-მდე;
  • მომსახურებაში უნდა შედიოდეს პერსონალით (მზარეული, მოლარე, დამლაგებელი და სხვა) უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

  • საკვების მომზადებისას ახალი და ხარისხიანი პროდუქტის გამოყენება, შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით.
  • საკვების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სხვა შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი (მენიუ შეიცვალოს ყოველდღიურად);

დამატებითი ინფორმაცია:

  • სასადილო სრულად უზრუნველყოფილია სპეც. ინვენტარით (ღუმელები, მაცივრები და სხვა)
  • სასადილო უზრუნველყოფილია სამზარეულოს ინვენტარით (მაგიდა, სკამი და სხვა)
  • კომუნალური ხარჯების აღრიცხვიანობა და იჯარის გადასახადი, წინასწარი შეთანხმებით

შემოსული განაცხადები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (სასურველია პრეზენტაციის ფორმატი);
  • სულ მცირე სამი, სხვა და სხვა დამკვეთი ორგანიზაციის რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მიერ მოპოვებული, ISO ან/და სხვა სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შემოთავაზებული მენიუს შემადგენლობა:

  • მენიუს ფასი დაანგარიშებული უნდა იყოს, თითოეული დასახელების საკვებისათვის / 100 გრამზე გათვლით
  • საკვების ფასი დაანგარიშებული უნდა იყოს შემდეგი მაჩვენებლების მითითებით: საკვების (პროდუქტების) თვითღირებულება; მომსახურე პერსონალის ანაზღაურება; კომუნალური გადასახადების სავარაუდო ღირებულება; იჯარის სავარაუდო ღირებულება; მოგება; სხვა ხარჯები.   
  • განაცხადში მითითებული მომსახურების ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ფასთა გამოკითხვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 11 ნოემბერი
  • განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tender@energo-pro.ge

დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
საკონტაქტო პირი: ქეთი პატეი
ტელ.: (+99577) 35 40 20 
ელ.ფოსტა: Keti.patey@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები