ჩაბარების ვადა:
15 ნოემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6118 - ტენდერი ნაძვის ხის ბრენდირებული სათამაშოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სარეკლამო პროდუქციის შესყიდვაზე (ნაძვის ხის ბრენდირებული სათამაშოები) 04/10-NEO-P/NYTT-19.
ბრენდირებული სათამაშოს აღწერა:
- ნაძვის ხის პლასტმასის ბურთი ლურჯი ლენტით და ქაღალდის მისალოცი ბარათით;
- რაოდენობა: 10 000 ცალი, 15 000 ცალი და 20 000 ცალი;
პარამეტრები:
ბრენდირებული სათამაშო:
- ფორმა: მრგვალი (ბურთი);
- ფერი: ვერცხლისფერი;
- მასალა: პლასტმასი, გლუვი;
- დიამეტრი: 8 სმ;
- ბრენდირება: ცალმხრივი (იხ. დანართი N1).
ლენტი:
- მასალა: ორგანზა;
- ფერი: ლურჯი;
- ზომა: 1 x 25 სმ;
- ბეჭდვის გარეშე.
მისალოცი ბარათი:
- ზომა: 6 x 4 სმ, მოჭრილი კუთხეებით (იხ. დანართი N2);
- ქაღალდი: 200გრ მატი ცარცი;
- ბეჭდვა: 4/4, ლამინაციის გარეშე (იხ. დანართი N2 და N3).
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- 1. ბრენდირებული სათამაშოს ვიზუალი (დანართი N1);
- 2. მისალოცი ბარათის ვიზუალი (დანართი N2 და N3).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით აღწერაში მოცემული რაოდენობების მიხედვით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური / მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- აღწერის შესაბამისად დამზადებული ნიმუშის წარმოდგენა, საზღვარგარეთ წარმოების შემთხვევაში დასაშვებია ნიმუშის წარმოდგენა ანალოგიური პარამეტრებით, ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია !!!
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და ტენდერის ნომერი: 04/10-NEO-P/NYTT-19;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18;
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge, საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
- საკონტაქტო პირი სათამაშოს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 ნოემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები