ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6134 - ფასთა გამოკითხვა ელ.გადამცემი ხაზისათვის საყრდენი ანძების, ალუმინის სადენის და სატრანსფორმატოროს შეძენაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG GOLD აცხადებს ფასთა გამოკითხვას ელ.გადამცემი ხაზისათვის საყრდენი ანძების, ალუმინის სადენის და სატრანსფორმატოროს შეძენაზე.

  • შესყიდვის საგანი - ელ. გადამცემი ხაზისათვის საყრდენი ანძები, ალუმინის სადენი და სატრანსფორმატორო;
  • შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერა იხილეთ დანართში #2;
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2019.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები;
  • ხარისხისა და წარმოშობის სერთიფიკატები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)
  • კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

ხარჯები:
მონაწილე იღებს პასუხისმგებლობას ყველა ხარჯზე, რომელიც დაკავშირებულია წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენასთან და ორგანიზატორი არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი ამ ხარჯებზე, მიუხედავად შერჩევის შედეგებისა.

საუკეთესო წინადადების შერჩევის კრიტერიუმები:
მონაწილეთა წინადადებების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი;
  • გადახდის პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი;
  • აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილება და მისი რეპუტაცია ბაზარზე;
  • Rich Metals Group-ის შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობა;
  • მოთხოვნილი ხარისხით უზრუნველყოფა, პარტნიორობის საფუძველზე გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა;

კონტრაქტორის შერჩევის პროცესის ორგანიზატორის უფლებები და მოვალეობები: ორგანიზატორი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები მონაწილეთა მიმართ. იმ შემთხვევაში, თუკი კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი იქნება არასათანადო ან არასანდო ინფორმაცია, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, გამორიცხოს ისინი შერჩევის პროცესიდან ნებისმიერ ეტაპზე. კომერციული წინადადებების განხილვის შემდეგ, ორგანიზატორი ოფიციალური წერილით აცნობებს პოტენციურ პრეტენდენტებს, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მომავალ მოლაპარაკებებზე დაინტერესების შესახებ. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ გააკეთოს კომენტარი შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. კომერციული წინადადებების ჩაბარების ბოლო ვადამდე, არაუგვიანეს 3 დღისა, ორგანიზატორი უფლებამოსილია შეიტანოს გარკვეული ცვლილებები კონტრაქტორის შერჩევის პროცედურაში და წერილობით აცნობოს ამ ცვლილებების შესახებ ყველა მონაწილეს.

შედეგების გადახედვა: თუკი, თანამშრომლობის პერიოდში, რაიმე მიზეზის გამო, კონტრაქტორი ვერ შეძლებს განახორციელოს მომსახურება,რომელსაც ითვალისწინებდა მისი კომერციული წინადადება, მაშინ, ორგანიზატორს ექნება უფლება, ცალმხრივად შეწყვიტოს ან შეაჩეროს ხელშეკრულების მოწმედება და შესაბამისი მომსახურების განხორციელების უფლება გადასცეს სხვა მონაწილე კომპანიას, კონტარქტორის შერჩევის დამატებითი პროცედურების ჩატარების გარეშე.

დანართების ჩამონათვალი:

  • დანართი #1 - ანტიკორუფციული პირობები
  • დანართი #2 - მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები