ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6143 - ტენდერი თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- მაისურის, ჰუდის, კეპის, სვიტერისა და სხვადასხვა ტიპის ტანისამოსის დამზადება შემდგომი ბრენდირებით;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ–ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
- ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი პროდუქციის ნიმუშები (სავალდებულო);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- მომსახურების ხარისხი (ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუშების კერვის და ბეჭდვის ხარისხის მიხედვით);
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები