ჩაბარების ვადა:

29 ნოემბერი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T6156 - ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, რადგან ის აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს და პროფესიული გოლფის კურსს. ტერიტორიულად მდებარეობს კრწანისის რეგიონში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3000 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მათ შორის 73 დაწყვილე08.11.2019ბული სახლის, 380 კერძო სახლის, 20 სამსართულიანი აპარტამენტის შენობა 800 მდე სახლით და ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები. მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს Tbilisi Hills Development and Construction LLC.   Tbilisi Hills Development and Construction LLC  აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტებზე: 

  • ლოტი #1 - ქ. თბილისში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის A ბლოკის გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია;
  • ლოტი #2 - წყალმომარაგება-კანალიზაცია.

კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე, ისე ორივე ლოტზე ერთად.   სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
  • შესასრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა საპროექტო დოკუმენტის მიხედვით (თანდართული დანართების ფორმებში)
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე. ასევე ავანსის %-ის მოთხოვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი ღირებულების და პერიოდის მითითებით.

სამუშაოების შესრულების ვადა და ადგილი:
სამუშოების შესრულების ვადა შეადგენს ლოტი N1-11 კვირა; ლოტი N2-8 კვირა სამუშაოების სავარაუდო დაწყების თარიღია 9 დეკემბერი. ქვეკონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე.

სატენდერო წინადადების ღირებულება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს ფასს დღგ-ს ჩათვლით. სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფორმა. დანართი #3 ლოტი 1; დანართი #3 ლოტი 2;

გადახდის პირობები:
ფორმა 2 ის და მიღება-ჩაბარების ხელმოწერის შემდეგ გადახდა განხორციელდება 10 სამუშაო დღეში.

სამუშაოების ხარისხი:
სამუშაოები ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შესრულებულია მოქმედი კანონმდებლობით და, საპროექტო დოკუმენტაცით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. უპირატესობა ენიჭება ევროპულ ბრენდს და პროდუქციას.

სამუშაოს მიღება:
სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, დამკვეთი ვალდებულია შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების გამართულობა. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებულად და ჩაბარებულად მიიჩნევა დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

სამუშაოების სრულად შესრულების და მიღების საფუძველზე მხარეებმა უნდა გააფორმონ საბოლოო მიღების-ჩაბარების აქტი.

საგარანტიო პერიოდი:
შესრულებული სამუშაოების და მასალების გარანტიის ვადები უნდა წარმოდგონოს შემსრულებელმა. 

გარანტია:
ავანსის გადახდის შემთხვევაში საჭიროა ქვეკონტრაქტორმა წარმოაგინოს საბანკო გარანია საავანსო თანზაზე, რომლის ძალაში იქნება სრულ საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში. 

შემსრულებელი ვალდებული საკონტრაქტო პერიოდზე წარმოადგილოს საბანკო გარანტია კონტრაქტის ღირებულების 10 % ზე ან დამკვეთი დაიტოვებს ყოველი გადახდიდან 10 %. თანხის გადახდა შემსრულებელზე მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებიდან 21 დღეში. 

პასუხისმგებლობა:
გადახდის ვადების დარღვევსთვის დამკვეთი თითო გადაცილებულ დღეზე გადაიხდის ჯარიმას 0,3% ის ოდენობით დაგვიანებული თანხიდან.

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსრულებელი დაჯარიმდება საერთო საკონტრაქტო ღირებულების 0,5 % ით თითოეულ დღეზე გაანგარიშებით.

გარემოს დაცვა:
სამუშოების შესრულების დროს საჭიროა იხელმძღვანელოთ სატენდერო დანართში მოცემულ მოთხოვნებსა და სახელმწიფოში არსებული გარემოს დაცვითი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

შემოთავაზება:
გთხოვთ წინადადებები წარმოადგინოთ არაუგვიანეს 29 ნოემბრისა. წინადადება ძალაში უნდა იყოს წარმოდგენიდან 90 დღის განმავლობაში.

ზოგადი პირობები:
წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას და დადასტურებული უნდა იყოს წარმომადგენლის ხელმოწერით (და თუ შესაძლებელია შესაბამისი ბეჭდით). ფასი უნდა იყოს მოცემული დღგ-ს ჩათვლით. უნდა იყოს მითითებული მასალების წარმოშობის ქვეყანა, ბრენდი, სპეციფიკაცია და საგარანტიო ვადები.

თანდართული ფაილები:

  • ნახაზები.
  • დანართი N1 განმარტებითი ბარათი.
  • ხარჯთაღრიცხვის ფორმა დანართი N3 ლოტი 1; ლოტი 2;
  • გარემოს დაცვის და სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნა დანართი N4

გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ხარჯთაღრიცხვის ფორმა და წინადადება გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com

თბილისი ჰილლსი არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 29 ნოემბერი 12:00 (საქართველოს დროით).

პროექტში მოცემული მოცულობები საჭიროებს დაზუსტებას დაინტერესებული კომპანიის მხრიდან.

Tbilisi Hills Development and Construction LLC მზადაა გამართოს შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 25 ნოემბრისა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 598 29 99 91

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები