ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6157 - ქსელის აპარატურის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს ქსელის აპარატურის შესყიდვაზე.

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობები და ვადები;
  • მიწოდების ვადა;
  • შევსებული ფასების ცხრილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • MAF-ი მწარმოებლისგან;

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, მიწოდების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 14 ნოემბერი, 16:00 სთ.

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
ზაზა ყურაშვილი
ტელ: +995 599 400 590

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება

დოკუმენტაცია