ჩაბარების ვადა:
22 ნოემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6158 - ტენდერი გაზგასამართ სადგურზე საახალწლო გაფორმებისა და განათების ინვენტარის შესყიდვა-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს გაზგასამართ სადგურზე საახალწლო გაფორმებისა და განათების ინვენტარის შესყიდვა-მონტაჟზე.
სათამაშოს აღწერა:
- საახალწლო გაფორმების (განათების) ინვენტარის მიწოდება და მონტაჟი უნდა მოხდეს კომპანია ნეოგაზის გაზგასამრთ სადგურზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6;
- საახალწლო გაფორმების ინვენტარისა და ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და აღწერილობა მოცემულია დართულ ფაილში დანართი #1;
- განათების რენდერი მოცემულია დართულ ფაილებში Uni-1, Uni-2 და Uni-3.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- პროდუქციისა და სამუშაოების ჩამონათვალი (დანართი N1);
- საახალწლო გაფორმების რენდერი (Uni-1, Uni-2 და Uni-3).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით აღწერაში მოცემული რაოდენობებისა და მოცულობების მიხედვით;
- კომერციული წინადადება უნდა შიცავდეს:
- საახალწლო გაფორმების/განათების ინვენტარის ღირებულებას;
- მონტაჟისა და დემონაჟის ღირებულებას;
- შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ასესუარებისა და მასალების (სამაგრები, კაბელი და სხვა საინსტალაციო მასალები) ღირებულებას;
- შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო დამხმარე ტექნიკური საშუალებების იჯარის ღირებულებას. - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური / მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და ტენდერის ნომერი: 11/11-NEO-PS/NYI-19;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18;
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge, საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
- საკონტაქტო პირი სათამაშოს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები