ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6167 - გუდაურში გათბობის სისტემების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს გუდაურში გათბობის სისტემების შესყიდვაზე

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობები და ვადები;
  • მიწოდების ვადა;
  • რადიატორების რაოდენობა გეგმარების მიხედვით;
  • ფასების ცხრილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, მიწოდების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 14 ნოემბერი, 16:00 სთ.

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
სოფო ლომიძე
ტელ: +995 598 604 460

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები