ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6177 - ტენდერი წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე ავარიის აღმოფხვრის ან/და სხვა სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე (მარჯვენა სანაპირო)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე ავარიის აღმოფხვრის ან/და სხვა სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე (მარჯვენა სანაპირო).

ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება: 3,085,178 ლარი დღგ-ს გარეშე

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ავარიის შემთხვევაში: ორმოს/ტრანშეის შევსება უნდა მოხდეს შეკვეთიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, ხოლო ა/ბეტონის საფარის დაგება შეკვეთიდან არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა;
  • შემსრულებელი ვალდებულია ისარგებლოს მარტო იმ ასფალტობეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე;
  • შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს შემოწმებისათვის (ექსპერტიზისათვის) საჭირო ნიმუშების (კერნების) ამოჭრის ადგილების შევსება შესაბამისი მასალით;
  • ახალი მიერთებების შემთხვევაში, შემსრულებელი განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომელსაც განსაზღვრავს დამკვეთი, ვალდებულია ტრანშეის შევსება მოახდინოს GWP-ს (დამკვეთის) სამუშაოების პარალელურად;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
  • შემსრულებელი ვალდებულია ა/ბეტონის საფარი მოაწყოს თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად (იხილეთ დანართი N1)

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა: 

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი: 

  • ქ.თბილისის მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე არსებული უბნები (ვაკის რაიონი, საბურთალოს რაიონი, მთაწმინდის რაიონი,კრწანისის რაიონი), კონკრეტული ლოკაცია განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.6 პუნქტის შესაბამისად.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • კეთილსინდისიერების განაცხადი (იხილეთ დანართი N2)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 2 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 15425 ლარი;
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე. შესაბამისად ვაჭრობა გაიმართება დღგ-ს გარეშე.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 640 074

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ნოემბერი 2019 დრო 13:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 3'085'178.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 15'425.00 ‎₾