ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6190 - ტენდერი ლითონის კონსტრუქციის, ლითონის მილის, ლითონის დამჭიმის, ჯაჭვის, კუთხოვანა ლითონკონსტრუქციის (ლოტი 1), ჯართის (შავი ლითონი, ალუმინი და სპილენძი) (ლოტი 2) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო და საკონტეინერო ტერიტორიიდან

ტენდერის აღწერილობა:

სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის “ეი პი ემ ტერმინალზის” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს, ლითონის კონსტრუქციის, ლითონის მილის, ლითონის დამჭიმის, ჯაჭვის, კუთხოვანა ლითონკონსტრუქციის (ლოტი 1), ჯართის (შავი ლითონი, ალუმინი და სპილენძი) (ლოტი 2) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო და საკონტეინერო ტერიტორიიდან. 

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

ტენდერში მონაწილეობა შესაძლებელია სურვილისამებრ, როგორც ცალ-ცალკე პირველ და მეორე ლოტებში, ასევე ორივეში ერთად. მაგრამ სავალდებულო მოთხოვნაა, რომელიმე ლოტში მონაწილეობისას ფასები წარმოადგინონ სასურველ ლოტში, მოცემულ ყველა პოზიციაზე. მაგალითად, ლოტი 1 - ის მონაწილეებმა ფასი წარმოადგინონ ექვსივე პოზიციაზე, ხოლო ლოტი 2 - ის მონაწილეებმა წარმოადგინონ სამ პოზიციაზე (შავი ლითონი, სპილენძი და ალუმინი). ხოლო ერთდროულად ორივე ლოტში მონაწილეობისას, უნდა წარმოადგინონ ყველა პოზიციის ფასები. 

ტენდერის მიზანია ტენდერის ყველა რაუნდის დასრულების შემდგომ, ტენდერის (ლოტში/ლოტებში გამარჯვების მიხედვით) შეირჩეს ერთი ან ორი კომპანია, რომელიც ლოტების შემადგენელი საქონლის რეალიზაციაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეტენდენტი კომპანია, რომელიც მეორე რაუნდში/ელ. აუქციონში დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს იქნება ტენდერის ლოტის/ლოტების გამარჯვებული და მასთან/მათთან გაფორმდება წლიური ხელშეკრულება. 

სარეალიზაციო საქონელი: 

  • ლითონის კონსტრუქცია;
  • ლითონის მილი;
  • ლითონის მოთუთიებული მილი;
  • ლითონის დამჭიმი;
  • ჯაჭვი;
  • კუთხოვანა ლითონკონსტრუქცია; 

სარეალიზაციო საქონელი: 

  • ფერადი ლითონის ჯართი - ალუმინი;
  • ფერადი ლითონის ჯართი - სპილენძი;
  • შავი ლითონის ჯართი. 

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია: 

  • ფოთი საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორია (მის.: ქ. ფოთი, ჯავახიშვილის #32, 4100, ფოთი, საქართველო). 
  • ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის #38); 

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ; 

პროცესის აღწერა:

  • ლითონის ნაწარმის (სარეალიზაციო საქონელი) რეალიზაციის პროცესის აღწერა და დეტალები იხილეთ ბმული დანართის #3 სახით.
  • ჯართის (შავი ლითონი, ალუმინი, სპილენძი) #3.1. გატანა სარეჟიმო ტერიტორიიდან. 

სატენდერო შემოთავაზება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 4) მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (რეალიზაციის პროცესის აღწერა, დანართი #3) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ. 

ტერიტორიის დათვალიერება:

  • ტერიტორიის დათვალიერების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში გამყიდველის საკონტაქტო პირის უნდა აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე ერთი დღით ადრე და ელ. ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ ვიზიტორების პირადობის ასლები. 
  • ტერიტორიაზე ვიზიტის დროს ვიზიტორები აღჭურვილი უნდა იყვნენ შემდეგი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით: ამრეკლი ჟილეტი, ჩაფხუტი, უსაფრთხოების ფეხსაცმელი. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 22.11.2019
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე: ivane.gogia@apmterminals.com 

ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ივანე გოგია
მობ: (+995) 599 887901
ელ.ფოსტა ivane.gogia@apmterminals.com

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები