1 მაისი 2014, 18:30
სტატუსი:
დასრულებულიT62 - ბრენდირებული უნიფორმების კერვასა და დამზადებაზე
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს კონკურსს ბრენდირებული უნიფორმების კერვასა და დამზადებაზე.
უნიფორმის სახეობა:
პოლო მაისური მოკლე მკლავით - 50 ცალი (ფასები მოგვაწოდეთ როგორც ლოგოს და სლოგანის ქარგვითი დატანის, ასევე, შოლკოგრაფიით დატანის შემთხვევაში, ასევე, განაფასეთ ლოგოს და სლოგანის 1 ადგილზე (გულზე) და 2 ადგილზე (გულზე და ზურგზე) დატანა
კეპი - 50 ცალი (ფასები მოგვაწოდეთ როგორც ლოგოს ქარგვითი დატანის, ასევე, შოლკოგრაფიით დატანის შემთხვევაში)
- ფასები (დღგ-ის ჩათვლით)
- ანგარიშსწორების პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები
- ნიმუშები, ან პორთფოლიო
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
შერჩევის კრიტერიუმები:
- ღირებულება
- დიზაინის მომსახურება
- ბრენდირების ხარისხი
- შესრულების ვადები
- გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაზე
- მოწოდების უზრუნველყოფა
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 1 მაისი, 2014 (18:30 სთ)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვმართოთ წინადადებებით შემდეგ მისამართზე:
შპს "უნისონი", მარკეტინგის სამსახური ან უსაფრთხოების სამსახური
მის.: ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. N19
ტელ.: (+995 322) 991991 (142, 145)
ელ.ფოსტა: ltsimakuridze@unison.ge | gvashadze@unison.ge