25 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6204 - ტენდერი 80 ტონა საკვები მარილის შესყიდვაზე წყლის დამარბილებელი სისტემისათვის
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/441
- დანიშნულება: 80 ტონა საკვები მარილის შესყიდვა წყლის დამარბილებელი სისტემისთვის.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 1 დღეში;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.
გთხოვთ დაგვიდასტურეთ სატენდერო განაცხადის მიღება.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სატენდერო განაცხადი მიღება.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 19.11.2019, 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.11.2019, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გიორგი სტეფნიაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 14400000 მარილისა და სუფთა ნატრიუმის ქლორიდი