30 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6208 - ტენდერი საწარმოო კომპლექსის მშენებლობისთვის გრუნტისა და ფუძე-საძირკვლების მოწყობის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “რეტკო” ქ. რუსთავში არსებული, საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ტენდერს მისი ახალი საწარმოო კომპლექსის მშენებლობისთვის გრუნტისა და ფუძე-საძირკვლების მოწყობის სამუშაოებზე.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, რომლის მიხედვითაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით.
ტენდერის ნომერი: RET/A/19
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
- განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ ფორსტაზე: procurement@retco.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით:
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი გომართელი - 599 85 67 99
დავით კაპანაძე - 599 91 40 80
შესყიდვების სამსახური:
აკაკი ბარკალაია
მის.: ქ. რუსთავი ზედგენიძის ქ. # 62
ტელ.: 598 938 937
ელ. ფოსტა: a.barkalaia@retco.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები