27 ნოემბერი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6220 - ტენდერი მაცივრის დასაბრენდი სტიკერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/444
- დანიშნულება: მაცივრის დასაბრენდი სტიკერის შესყიდვა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დიზაინის ფაილების თაობაზე მოგვმართეთ Email-ზე Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com (ყველა სახის შეკითხვა გთხოვთ, მოიწეროთ მეილის სახით)
- ზომები
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დაბეჭდილი ნიმუში;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- თუ სხვადასხვა მწარმოებლის სტიკერებს ხმარობთ, ყველა მწარმოებლის მასალაზე დაბეჭდილი ნიმუში უნდა მოგვაწოდოთ. შეთანხმების შემთხვევაში შემდეგ უკვე შეკვეთა უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ იმ მასალაზე, რომელიც დამტკიცდა.
- გთხოვთ მოგვაწოდეთ ფასი სტიკერის შემდეგი სახით მოწოდების შემთხვევაში:
- რულონად
- დაჭრილი - გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე; (შეთანხმებადია)
- ფასები უნდა იყოს მოცემული მეტრკვადრატში
- გაითვალისწინეთ, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ყოველი სტიკერის შეკვეთისას, სტიკერები უნდა ჩამოიტანოთ მცხეთა, სოფ. ნატახტარში
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 20.11.2019, 16:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 27.11.2019, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com; Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები