28 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6226 - ტენდერი 1 800 000 კგ ნახშიროჟანგის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/447
- დანიშნულება: 1 800 000 კგ ნახშიროჟანგის შესყიდვა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სპეციფიკაცია შემოთავაზებული პროდუქციის;
ტენდერის პირობები:
- საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, 2020 წლის განმავლობაში დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
- დამკვეთს გააჩნია ტერიტორიაზე 60 ტონიანი რეზერვუარი;
- შემოთავაზებული ნახშიროჟანგი უნდა იყოს ამოღებული ბინებრივი საბადოებიდან და არა ქიმიური გზით მიღებული.
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 21.11.2019, 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 28.11.2019, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გიორგი სტეფნიაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
- 24100000 აირები