ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6237 - ტენდერი ქ. ახმეტაში ავარიული გვირაბის რეაბილიტაციის მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ. ახმეტაში ავარიული გვირაბის რეაბილიტაციის მომსახურეობის შესყიდვაზე.

არსებული გვირაბის პროექტი და ნახზები მოცემული დანართი #1 და დანართი #2-ში.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი სადაზღვევო პოლისი წარუდგინოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“. აღნიშნულ პოლისში ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • ქ.ახმეტა, მდინარე ალაზნის სანაპირო
  • სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადით.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • მოწოდებული მომსახურების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი წინადადების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • კეთილსინდისიერების განაცხადი (იხილეთ დანართი N3)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 2 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ანდრო გოგოლაძე
მობ: +995 591 223 555 
E-mail: agogoladze@grpc.ge

საკონტაქტო პირი: ნინო ძიძიგური
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ndzidziguri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); მობ: 555 16 72 92

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ნოემბერი 2019 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა