ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T624 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204919008) აცხადებს ტენდერს თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #7-ში არსებული საოფისე ფართში (შემდგომში „საოფისე ფართი“, საკადასტრო კოდი: 01.14.14.011.060.01.05.648; 584.48 კვ.მ) სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით;

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი

  • I ლოტი - საოფისე ფართის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შესაბამისი ჩამონათვალისა და თანდართული მოცულობების უწყისის შესაბამისად.
  • II ლოტი - საოფისე ფართში კონდიცირება-ვენტილაციის სისტემის მოწყობის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
  • III ლოტი - საოფისე ფართში ქსელური გაყვანილობის წერტილების მოწყობა სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციების უზრუნველყოფის მიზნით.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის ჩატარების ძირითადი პრინციპები

  • გამარჯვებული პრეტენდენტი გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ინდივიდუალურად, შესაბამისად დასაშვებია სამივე ლოტში ერთი ან სხვადასხვა პრეტენდენტების გამარჯვება. აღნიშნულიდან გამომდინარე წინადადება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ლოტისთვის ინდივიდუალურად;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწოდებული წინადადება დარჩება განუხილველად;
  • პრეტენდენტის მიერ წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის ან არაჯეროვნად დაკმაყოფილების შემთხვევაში სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“ უფლებამოსილია გააუქმოს ტენდერის შედეგები შესაბამისი პრეტენდენტისთვის და გამარჯვებულად გამოაცხადოს შემდეგი საუკეთესო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი.
  • თითოეული პრეტენდენტი თავისუფალია სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
      - ღირებულება (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით)
      - მასალ(ებ)ის ხარისხი;
      - სამუშაოების შესრულების ვადა;
      - ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
      - ანგარიშსწორების პირობა.
  • დანართი #2 სახით თანდართული ხელშეკრულების პირობები არ ექვემდებარება განხილვას/ცვლილებას და შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წინამდებარე ტენდერში მონაწილეობის მიღება გულისხმობს, რომ ის ავტომატურად ეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე თანდართული ხელშეკრულების ყველა დათქმას. სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია დააზუსტოს ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ; სატენდერო წინადადების მოწოდება უნდა მოხდეს დალუქული კონვერტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება ა არ განიხილება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სატენდერო წინადადება შესაბამისი ლოტის მითითებით, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვას / ხარჯთაღრიცხვებს სხვადასხვა ლოტის შემთხვევაში), სამუშაოების შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა და შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები);
  • ტენდერში მონაწილეობის მიზნით პრეტენდენტებს მოეთხოვებათ საბანკო გარანტიის წარმოდგენა, სატენდერო წინადადების/წინადადებების ღირებულების 2%–ს (ორი პროცენტი) ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი, სასურველია ფოტოალბომით, მინიმუმ სამი, სამუშაოების განხორციელების ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, აგრეთვე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • მომსახურების შემსყიდველი პირის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ სამი წერილი);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი (თუ განსხვავდება საიდენტიფიკაციო ნომრისგან) და გადამხდელის სტატუსი ("დღგ"-ს გადამხდელი);

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტებმა, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს

  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, გარანტიის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობით. (საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სამუშაოების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სულ მცირე 2 თვით);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • საბანკო რეკვიზიტები და ცნობა დავალიანების შესახებ იმ ბანკიდან სადაც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ავანსის შემთხვევაში (თუ ასეთზე მხარეები შეთანხმდებიან), გარანტია ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, ავანსის სახით მოთხოვნილი თანხის 100 %-ის ოდენობით. ამასთან პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზემოაღნიშნულთან ერთად სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 10 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა/პრეტენდენტებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 3 ივლისიდან, 25 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ტატიშვილის ქ. #3-5 (მელიქიშვილის 10)

დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა),

საკონტაქტო პირი: შესყიდვების სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577552200 ან 577395555 ელ. ფოსტა: tbochorishvili@imedil.ge;
ნიკა ჯობავა, შესყიდვების მენჯერი; მობ: 598373388; ელ: ფოსტა: njobava@imedil.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ