ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6246 - ტენდერი მეორადი საქონლის (ნარჩენების) გაყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:  

  • ნომრით: # EF-GE/450
  • დანიშნულება: მეორადი საქონლის (ნარჩენების) გაყიდვა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • გასაყიდი მეორადი საქონლის ჩამონათვალი და დამატებითი სატენდერო აღწერილობა;

დაინტერესებულმა პირებმა  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • „ნარჩენების მართვის კოდექსის 26 მუხლის „ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია“ „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ნარჩენების (სახიფათო და არასახიფათო) შეგროვება/ტრანსპორტირება ექვემდებარება რეგისტრაციას.
  • ზემოთხსენებულიდან გამომდინარე კომპანიას, რომელიც ახდენს ან და მოახდენს ფერადი და შავი ლითონების, მუყაოს ნარჩენების, პლასტიკის ნარჩენების პეტის ნარჩენების, ხის ნარჩენების, მინის  და ა.შ გატანას  ტერიტორიიდან ვალდებულია გავლილი ქონდეს შესაბამისი რეგისტრაცია ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში და დანართების სახით საქმიანობის რეგისტრაციაში ატვირტული ქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია თუ თვითონ ამუშავებს შესაბამისი აღწერით ან თუ სხვასთან მიაქვს იმასთან ხელშეკრულებით და იმისი ნებართვით  მისამართზე WWW.WASTE.MOE.GOV.GE
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ნარჩენების მართვის 2020 წლის გეგმის შეთანხმება.“

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი., 2020 წლის განმავლობაში.
  • დაწნეხილი ქილა, პლასტმასის ბოთლი და პრეფორმა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • მუყაოს ნაჭრები და მეორადი მუყაო წამოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • პლასტიკის მეორადი ბალონების ყველა სახეობა წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • დამტვრეული და უვარგისი პალეტები წარმოადგენს ერთიან შესასყიდ ჯგუფს.
  • საქონლის სხვა დანარჩენი სახეობები შესაძლებელია გაიყიდოს ცალცალკე.
  • ტენდერის განაცხადი შეიძლება გაკეთდეს საქონლის როგორც ერთ, ისე რამდენიმე ჯგუფზე.
  • მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას. 

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
განაცხადის მიღება იწყება 21.11.2019, 16:00.
განაცხადის მიღება მთავრდება 28.11.2019, 16:00.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში შაბათ-კვირის გარდა:
სოფიო ბარამიძე
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები