ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T6251 ვებ-პლატფორმის / ბიუჯეტის მონიტორის (BM) შემდგომი განახლება / Upgrade of Budget Monitor

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 02.12.2019 -ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. გთხოვთ ფასი წარმოადგინოთ ევროში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: “ვებ-პლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის (BM) შემდგომი განახლება/ Upgrade of Budget Monitor.
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 17.2023.4-001.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83343754

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de
შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 05.12.2019 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები