Tenders.ge
ზუგდიდი პალასი

T6262 - ტენდერი ქ. ზუგდიდში კეიდიას ქუჩა #1 ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე


განცხადება
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 13 დეკემბრის 18:00 საათამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ზუგდიდი პალასი" აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ ქ. ზუგდიდში, კედიას ქუჩა #1-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით.

სატენდეროდ წარმდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

ტენდერის მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვის მომზადებისას გამოყენებულ უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციაზე დართული ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფაილი);
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით.
  • სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების (ანალოგიური მოცულობის შენობის დასრულების სამუშაოები და/ან სამშენებლო სამუშაოები) შესახებ (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი).;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

წინადადების წარდგენამდე, მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, რაც საჭიროა განხორციელდეს შ... „ზუგდიდი პალას“–სთან შეთანხმებით.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით;
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 2 თვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სრული სატენდერო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის აღწერილობა:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: lev.kalmakhelidze@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 13 დეკემბერი 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
კონსტანტინე ურუშაძე
მობ: 595 20 71 40
ელ. ფოსტა: urushadzekote@gmail.com

საკონტაქტო პირი: ლევან კალმახელიძე
მობ: 577121033
ელ. ფოსტა: lev.kalmakhelidze@gmail.com

ფაილის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1SRNBGP2xgyYU4i-FEmKxKJIxXMVqjS1q/view

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები