ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6275 - ტენდერი ობიექტების დაცვით მომსახურებაზე, როგორც ცოცხალი ძალის მეშვეობით, ასევე პერიმეტრული დაცვით (სიგნალიზაცია)

ტენდერის აღწერილობა:

სს გეფას აცხადებს ტენდერს გეფას საკუთრებაში არსებული ობიექტების დაცვით მომსახურებაზე, როგორც ცოცხალი ძალის მეშვეობით, ასევე პერიმეტრული დაცვით (სიგნალიზაცია).

# მომსახურება ღირებულება (ლარი)
1 1 პიროვნების 1 თვით მომსახურება (ცოცხალი ძალა)  
2 მოძრაობის დეტექტორი  
3 მსხვრევის დეტექტორი  
4 სახანძრო დეტექტორი  
5 სიგნალიზაციის მომსახურების სააბონენტო გადასახადი  
  • პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს დამკვეთის 287 (+ - 20) ობიექტის პერიმეტრიული და ცოცხალი დაცვა, ამასთანავე 5 საწყობის (ქუთაისი, მისაქციელი, თბილისი), ობიექტებზე პერიმეტრიული დაცვის უზრუნველყოფა.
  • პრეტედენტმა დაცვის ობიექტებზე დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოს კვალიფიციური კადრები;
  • პრეტედენტმა თითოეული კადრი უნდა აღჭურვოს სპეციალური ტანსაცმელით, რომელზეც მითითებული იქნება დაცვითი ორგანიზაციის დასახელება და ლოგო; ასევე კადრები უნდა უზრუნველყოს ხელის რადიოკავშირითა და კორპორატიულ ქსელში, ჩართული მობილური ტელეფონებით; 
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2016-2018 წლების განმავლობაში, ანალოგიური მომსახურების გამოცდილება, რომელთა ღირებულებაც ჯამში 2016-2018 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დაცვის სფეროში მომსახურების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ლიცენზია;
  • იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის რომელიმე დასაცავმა ობიექტმა შეიცვალა დისლოკაციის ადგილი (მისამართი), შეტყობინების შესაბამისად, პრეტედენტი ვალდებულია ობიექტი დაიცვას ახალ მისამართზე, იგივე პირობებით.
  • დამკვეთს ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოითხოვოს ობიექტიდან დაცვის მოხსნა, ანუ ამოიღოს ობიექტი დასაცავი ობიექტების სიიდან, რაზეც 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე ეცნობება პრეტედენტს.
  • პრეტედენტმა უნდა უზრუნველყოს დასაცავ ობიექტზე კადრის ავად ან/და სხვადასხვა მიზეზით არ გამოცხადების შემთხვევაში რეზერვის გაგზავნა. დაუშვებელია ობიექტის კადრის გარეშე დატოვება;
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს მაჩვენებელი როგორც სწრაფი რეაგირების ჯგუფების შესახებ, ასევე ავტოპარკის შესახებ. ამასთანავე უნდა წარმოადგინოს გეგმა ქალაქების, ასევე რეგიონების მასშტაბით  თუ სად ჰყავს განთავსებული ოპერატიული ჯგუფები, რა დროს მოანდომებს დასაცავ ობიექტზე საგანგაშო ან სიგნალიზაციის ჩართვისას გამოცხადებას.
  • დაცვაზე აყვანილ ობიექტებზე მატერიალურ პასუხისმგებლობას კისრულობს პრეტედენტი;
  • პრეტედენტმა უნდა დაიცვას დასაცავი ობიექტების ქონება, ქურდობის, ყაჩაღობის, ქონების განზრახ დაზიანებისაგან, ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა არ დაუშვას უცხო პირების ობიექტებზე შესვლა და სს გეფას თანამშრომლებზე ზეწოლა;
  • პრეტედენტმა უნდა აღჭურვოს დამკვეთის საკუთრებაში არსებული დაცვის ობიექტები შიდა პერიმეტრული სიგნალიზაციით და საგანგაშო ღილაკებით (განგაშის სიგნალის მისაცემად გამოძახების ღილაკებით), მოთხოვნის შესაბამისად (არანაკლებ სამი ღილაკი თითოეულ დაცვის ობიექტზე), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდალური დღისა;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა: 

  • რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; 
  • რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. 
  • რომ არ არსებობს იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა);

თბილისის მასშტაბით არსებულ ობიექტებს უნდა ემსახურებოდეს ცალკე, საგანგებოდ დამკვეთისათვის გამოყოფილი ოპერატიული ჯგუფი;

პრეტედენტმა  უნდა გამოყოს ასევე დამკვეთის ობიექტისათვის ცალკე პროექტის მენეჯერი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იქნება დამკვეთის კოორდინატორი და რომელიც სისტემატიურად განახორციელებს მონიტორინგს, შეამოწმებს ობიექტებს, გააკონტროლებს ობიექტებზე დისლოცირებულ მცვლელებს, მოახდენს მათ როტაციას და განახორციელებს მე-9 პუნქტში მოცემულ ცვლილებებს;

დაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო, ეკიპირების და სხვა ხარჯები უნდა იკისროს პრეტედენტმა;

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს თავის სფეროში, ერთი დამკვეთისგან 100-ზე მეტი ინდივიდუალური დაცვის ობიექტი, დაცვის სისტემებით მომსახურების ქვეშ.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 6 დეკემბერი 18:00 სთ.
  • ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ 1 პიროვნების 1 თვით მომსახურების ღირებულება;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: გვანცა მხეიძე
მობ: 592 000 880
ელ. ფოსტა: gvantsa.mkheidze@gepha.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა