ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6276 - ტენდერი მობილური ტელეფონის საავტომობილო ბრენდირებული დამჭერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სარეკლამო პროდუქციის შესყიდვაზე: მობილური ტელეფონის საავტომობილო ბრენდირებული დამჭერის შესყიდვაზე 27/11-NEO-P/MOBHOL-19.

აქსესუარების აღწერა:

  • მობილური ტელეფონის საავტომობილო ბრენდირებული დამჭერი;
  • ბრენდირება: ნეოგაზის ლოგო, 4/0;
  • მიწოდების ვადა: 27 დეკემბერი 2019 წელი.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • შესავსები ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • მობილური ტელეფონის დამჭერის ვიზუალის ფაილები;
  • ნეოგაზის ლოგო.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
    - 3 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
    - 5 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
    - 10 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • ვიზუალის შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში, საწყის ეტაპზე ნიმუშის წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 დეკემბერი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი - 27/11-NEO-P/MOBHOL-19;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18;

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge

საკონტაქტო პირი აქსესუარების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
სალომე ასლანიკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები