ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6280 - ტენდერი იგოეთი ჰესის 35 კვ-იან ქვესადგურში ე.გ.ხ. „იგოეთი 2“ მინაერთის აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთი ჰესის 35 კვ-იან ქვესადგურში ე.გ.ხ. „იგოეთი 2“ მინაერთის აღდგენაზე #27/11/G GIEC-19

შესასყიდი მომსახურების აღწერა: 

  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში. 
  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 05.12.2019, 17:00 სთ.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი -  იგოეთი ჰესის 35 კვ-იან ქვესადგურში ე.გ.ხ. „იგოეთი 2“ მინაერთის აღდგენა #27/11/G GIEC-19
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური
მობ: 568 76 76 59
ელ. ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები