ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6281 - ტენდერი კახარეთი და რაჭა ჰესის ჰიდროაგრეგატების აღდგენაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს კახარეთი და რაჭა ჰესის ჰიდროაგრეგატების აღდგენაზე შემსრულებლის მასალით 27/11-GIEC-S/824/825-19

შესყიდვის სპეციფიკაცია:

ლოტი I: კახარეთი ჰესი

  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის  აღდგენა - 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
  • ტურბინის ლილვის აღდგენა - 1 ცალი.
  • უძრავი ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება- 1 ცალი.

ლოტი II: რაჭა ჰესი

  • სარეზერვო მუშა თვალის აღდგენა - 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის  აღდგენა- 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დეტალების ნახაზები;
  • ტექნიკური დავალება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია არაუგვიანეს 16.12.2019 და  დასრულების თარიღია არაუგვიანეს 17.02.2020
  • გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ სათითაოდ ყოველი ლოტის (I და II) ყველა პოზიციების შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ცალ-ცალკე!!!
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 09 დეკემბერი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები