ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2019, 18:05

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6283 - ტენდერი საქართველოს მაშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების დერატიზაციის, დეზინსექციისა, დეზინფექციის და ქვეწარმავლებზე დამუშავების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაკორექტირდა დანართი #3

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მაშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების დერატიზაციის, დეზინსექციისა, დეზინფექციის და ქვეწარმავლებზე დამუშავების მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მიმწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დეზინსექციის/დეზინფექციის/დერატიზაციის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთ თანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტ) თვეს. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
  • გამოსაყენებელი საშუალებების ჩამონათვალი (დანართი 4) ექსელის ფორმატში;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2018 – 30/10/2019 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის მიერ გამოსაყენებელი სადერატიზაციო, სადეზინსექციო, სადეზინფექციო და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც თანხვედრაშია მოქმედ კანონმედლობასთან. დარეგისტრირებული მატერიალურ ტექნიკური უსაფრთხოების MSDS დოკუმენტაციის (Materail Safety Data Sheet) მქონე ქიმიური  საშუალებების სერტიფიკატები და  შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს და დაუტოვოს ასლები ბანკს;

სასურველია პრეტენდენტმა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

სატენდერო წინადადებასთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიაწოდოს ბანკს  ყველა იმ თანამშრომელის ტრენინგის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც მოიაზრება ბანკისათვის მომსახურების გამწევ პირად.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანართები N: 1, 2 ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი PDF- ფორმატში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული. გთხოვთ დეტალური განფასება ასევე წარმოადგინოთ ექსელის ფორმატში. 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და სხვა შესაბამისი ინფორმაცია) და მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან;

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი მიწოდების ჯაჭვის ყველა ნაწილში;

ბანკი თანამშრომლომს იმ  მიმწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმალიზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარდგენა; 

პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც აიღებს  ვალდებულებას უზრუნველყოს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა;

მომსახურების მოთხოვნები:
ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია/ მიმწოდებელი ვალდებულია:

  • შეასრულოს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში მითითებული ობიექტების მავნებლების პრევენცია და კონტროლის სამუშაოები, მოთხოვნის შესაბამისად.
  • მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს სს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის მონიტორინგი, ჩაატაროს ყველა საჭირო პრევენციული სამუშაოები სტანდარტულ მწერებსა და მღრღნელებზე, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ვიზიტები განახორციელოს ულიმიტოდ.
  • შეასრულოს წელიწადში ერთხელ, ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, სს „საქართველოს ბანკის“ მითითებული ობიექტების  საჭირო/პრევენციული გეგმიური სამუშაოები, სტანდარტულ მწერებზე.
  • ხელშეკრულების ფარგლებში სტანდარტულ მწერებში მოიაზრება ტარაკანა და ჭიანჭველა.
  • მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს და შეუთანხმოს ბანკს  გეგმიური დამუშავების ცხრილი, მთელი საქართველოს მაშტაბით, ობიექტების სპეციფიკაციის გათვალისწინებით.
  • გეგმიური მომსახურებაზე დამატებით მიმწოდებელი ვალდებულია  ბანკის მოთხოვნით, არაგეგმიური, სისტემურად დაფიქსირებული ინციდენტების საფუძველზე შეასრულოს საჭირო სადეზინსექციო, სადერატიზაციო, სადეზინფექციო სამუშაოები ობიექტებზე.
  • მიმწოდებელი ვალდებულია გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების ჩატარებიდან, ერთი თვის მანძილზე, სტანდარტული მწერებზე განმეორებითი ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში პრობლემის აღმოსაფვრელად საჭირო დამატებითი ვიზიტები  განახორციელოს უსასყიდლოდ.
  • სს „საქართველოს ბანკის“ ობიექტების გეგმიური თუ არაგეგმიური დამუშავების დროს აწარმოოს გამოკვლევა და ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში, რომელის უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჩატარებული სამშუაოების შესახებ, გახარჯული ნივთიერებების ჩამონათვალს, დასახელებებს, მომსახურების კონკრეტული მიმართულებების დადგენის მიზნით პრეტენდენტის პროფესიულ აზრს ობიექტზე აღმოჩენილი რისკებისა და მათი აღმოფხვრის გზებზე რეკომენდაციას.
  • მიმწოდებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნით, ინციდენტის საფუძველზე განათავსოს ობიექტზე პირველადი დანადგარები (მღრნელების სატყუარა კონტეინერები, მწერების მონიტორები/ხაფანგები და ქვეწარმავლების სატყუარა კონტეინერები) და განახორციელოს ამ დანადგარების ყოველთვიური მონიტორინგი, ინციდენტის დაფიქსირებიდან 2 (ორი) თვის მანძილზე.
  • მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს ბანკს განთავსებული სატყუარა კონტეინერების ჩამონათვალი მდებარეობებისა, სახეობებისა და რაოდენობის მითითებით;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების  გაწევა სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, ბანკის მოთხოვნიდან თბილისის მაშტაბით 24 საათში და რეგიონების  მაშტაბით 48 საათში.
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების პირადი მონაცემების გადაცემა ბანკისათვის კანონით განსაზღვრულ ფარგლებში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაგეგმილი სამუშაოების ყოველდღიური ცხრილის მიწოდება ბანკისთვის, სადაც მითითებული იქნება ობიექტი, სამუშაოს შესრულების საათები და შემსრულებელი პირების პირადი მონაცემები. ბანკი უფლებამოსილია მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს შერჩეული პერსონალის გამოცვლა და მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში ბანკს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის შემცვლელი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების სპეციფიკის, საქართველოს კანონმდებლობისა და უსაფრთხოების დადგენილი ნომების გათვალისწინებით უზრუნველყოს თავისი თანამშრომლების აღჭუვა შესაბამისი აღჭურვილობით და სამუშაო ცოდნით.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოს შესრულების დროს თანამშრომლების უნიფორმით იდენტიფიცირება;
  • მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ქიმიური საშუალებების გამოყენება, შენახვა და უტილიზაცია უსაფრთხოების ინსტრუქციის სრული დაცვით;
  • სერვის-ცენტრ(ებ)ის ცვლილების/გახსნის/დახურვის შემთხვევაში მომსახურების საფასური გეგმიური დამუშავების დროს შეიცვლება ანალოგიური სერვის-ცენტრის შეთავაზებული მომსახურების განსაზღვრული ფასის ოდენობით;
  • მომსახურების გამწევი თანამშრომლის მიერ ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული ან/და ბანკთან შეთანხმებული შეთავაზებული მომსახურების განრიგის თითოეული დარღვევის, და მომსახურების არაჯეროვნად შესრულების ფაქტის თითოეული გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს  ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით;
  • ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ. ამასთან მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული შეთანხმების გაცნობა მომსახურების გამწევი თანამშრომლებისათვის და მათ მიერ აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა;
  • უდიერად მოპყრობისა  და ქონების დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს  ზიანის ანაზღაურება;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 13 დეკემბერი 18:00 სთ.
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
შესყიდვების განყოფილება
გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტექნიკური საკითხები - ოქსანა ხოდინ
მობ: 574 837 105
ელ. ფოსტა: okhodin@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა