ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6294 - ტენდერი გაზაფხული - ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს გაზაფხული - ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 04/12-NEO-P/UNI-19

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 400 ცალი;
  • აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 600 ცალი;
  • აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
  • აგგს-ის დამლაგებლების  ბრენდირებული სპეც-ტანსაცმლის წინსაფარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 50 ცალი;
  • აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის ბრენდირებული საწვიმარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 50 ცალი;
  • აგგს-ის ოპერატორ-გამმართველის   ბრენდირებული  კეპი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 250 ცალი.

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას ორი თვის განმავლობაში დააკორექტიროს რაოდენობა 20%-ს ფარგლებში რაც გულისხმობს კონტრაქტის გაფორმების დღიდან ორი თვის განმავლობაში ზემოდაღნიშნული რაოდენობის დარჩენილი 20%-ს შეკვეთა ან აღნიშნული რაოდენობის 20%-თ გაზრდა  (მოცემულ პერიოდში სარეზერვო რაოდენობის განსაზღვრა). აღნიშნული რაოდენობის კორექტირება  მოცემულ პერიოდში არ უნდა გამოიწვიოს დაფიქსირებული ფასების ცვლილება.   დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ესკიზები - “Design.pdf”;
  • შპს ნეოგაზის ლოგოტიპი - “Logo.pdf”;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები და აღწერილობა - “დანართი N1.pdf”;
  • შესავსები ფასების ცხრილი - “დანართი N2.xlsx”

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.   ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ;
  • ყველა პოზიციის პროდუქციის ნიმუშები  შესრულებული ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - აუცილებელია !!!;
  • გამოყენებული მასალების (ნაჭრის) აღწერილობა და სერტიფიკატები ანტისტატიკური და სხვა ტიპის თვისებების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი - 04/12-NEO-P/UNI-19;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge,  საკონტაქტო ნომერი: (598) 88 94 90;
  • სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების განსახილველად: სალომე ამაშუკელი, საკონტაქტო ნომერი: (598) 14 44 55.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 20 დეკემბრის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები