ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6302 - ტენდერი პოლიეთილენის შესაფუთი ფირის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს პოლიეთილენის შესაფუთი ფირის მოწოდებაზე №05-DGT-20.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს 3 ლოტად :

წლის ჭრილში საშუალო რაოდენობები და ტექნიკური მახასიათებლები:

  • მანქანის შრინკი 35/17მ 800 მეტრი - 150 ცალი
  • ხელის შრინკი 50/23მ , 3კგ , 240 მეტრი -  10,000 ცალი
  • მანქანის შრინკი 50/23მ, 16კგ , 1300 მეტრი - 2,000 ცალი

წარსადგენი  მახასიათებლები:

  • კუმშვადობის პროცენტულობა
  • მიკრონი
  • სიგრძე
  • სიგანე
  • წონა

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:  

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ნიმუშების მოწოდება, სატენდერო ვადის ამოწურვამდე.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • მნიშვნელოვანია სატანდერო ვადის ამოწურვამდე, პოტენციურმა მომწოდებელმა წარადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში  შემდეგ მისამართზე : თენგიზ ჩანტლაძის I შესახვევი N10.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:  

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2019 წლის 13  დეკემბერი 17:00 საათი.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს  მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 13 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.
  • შემოთავაზება წამროდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ პროდუქციაზე სრულად.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: გიორგი ზაკალაშვილი
ელ. ფოსტა: G.Zakalashvili@diplomat.ge
ტელ: +995 577 58 81 11

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა