ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2019, 10:00

სტატუსი:

დასრულებული

T6325 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.

ტენდერი იყოფა 5 ლოტად (იხილეთ დანართი #2).

შესასყიდი ტექნიკის ძირითადი მოთხოვნა:

  • მდგომარეობა: ახალი;
  • საქონელი უნდა იყოს ბრენდული წარმოების
  • მოწოდების პერიოდი არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის  მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ანგარიშსწორების პირობა: 

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (იხილეთ დანართი #1)
  • საბანკო რეკვიზიტები;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: ტექნიკის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული ტექნიკის დეტალურ აღწერილობას;

შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • საგარანტიო ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით)  უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 17 დეკემბრის 10:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.getbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge

საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი,
მობ: 577552200  

ოთო ბრეგაძე,
მობ: 592984411

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები