ჩაბარების ვადა:
25 დეკემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6328 - ტენდერი სამედიცინო პროდუქციის, სახარჯი მასალებისა და მწოლიარის საფენების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს ტენდერს სამედიცინო პროდუქციის, სახარჯი მასალებისა და მწოლიარის საფენების ყოველთვიურ შესყიდვებზე.
დეტალები იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ტენდერის დეტალები:
- პროდუქციის მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ცხრილში მითითებული თუნდაც ერთი დასახელების პროდუქტის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მოწოდება მითითებული რაოდენობის გათვალისწინებით.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინასწარ შეთანხმებული პროდუქტის/პროდუქციის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მიწოდება სრულად (რაოდენობ(ებ)ის გათვალისწინებით).
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადები არ უნდა იყოს ამოწურვის ზღვარზე.
განცხადებაზე თანდართულ ექსელის ცხრილში პრეტენდენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები:
- „ორგანიზაციის დასახელება“
- „საიდენტიფიკაციო კოდი“
- „საკონტაქტო ნომერი“
- „შემოთავაზებული საქონლის ერთეულის ფასი“
- „შემოთავაზებული საქონლის მოწოდების დრო“
შენიშვნა: შევსებული ცხრილი იგზავნება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ხარისხი, მოწოდების პირობები.
შედეგები ცნობილი იქნება 2020 წლის 10 იანვარს (ფონდის თანამშრომელი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალების წარმოსადგენად).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 25 დეკემბრისა.
- წინადადება გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად ფონდის ელ. ფოსტაზე: tendersfund@gmail.com
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება).
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 2193321;
მობ: 555945411
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები