ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6347 - ტენდერი 6 (ექვსი) ერთეული ბანერის შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გრინვოში“ აცხადებს ტენდერს 6 (ექვსი) ერთეული ბანერის შესყიდვა/მონტაჟის თაობაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით; 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტექნიკური დავალება:

  • შესყიდვის ობიექტს წამოადგენს 6 (ექვსი) ერთეული ბანერი შემდეგ ლოკაციებზე: 
  • აღმაშნებელი ხეივანი 164 - 01.72.14.055.044;
  • ვარკეთილი ვიქტორ კუპრაძის 64- 01.19.37.017.043;
  • მტკვრის მარცხენა სანაპირო ფეიქრების ქუჩა - 01.11.19.007.021;
  • ნოდარ ბოხუას 1-01.13.01.014.064;
  • ბერი გაბრიელ სალოსის 175 - 01.17.14.002.154;
  • გლდანი (პირველ და მეექვსე მიკრორაიონებს შორის #070/03) - 01.11.10.007.036.

შესყიდის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს ტენდერში ატვირთულ ფოტომასალაზე ასახულ ბანერს; 

შესყიდვის ობიექტები უნდა იყოს მდგრადი და შეესაბამებოდეს აღნიშნული ლოკაციებისთვის დამახასისთებელ გარემო პირობებს; 

ტენდერითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ბილობორდებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს 2 (ორი) წელს და ამ პერიოდში მათი დაზიანების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა განახორციელოს ბანერების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბანერი ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბანერების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე; 

გარემო პირობების გამო ბანერების დაზიანების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბანერების შეკეთება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბანერები ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბანერების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე; 

ბანერები ან/და ის მასალები რისგანაც დამზადებული იქნება ბანერები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ ნამყოფი).

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, შესყიდვის ობიექტზე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უსასყიდლოდ უზუნველყოს ხარვეზის გამოსწორება

ანგრიშსწორების პირობები: 

  • ანგარიშსწორება განხროციელდება ეროვნულ ვალუტაში-ლარში და ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს-მათ შორის დღგ-ს; 
  • წინასწარი ანგარიშსწორება - ავანსი დასაშვებია ერთჯერადად, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობაზე, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. წინასწარ ანგარიშსწორებული თანხის გაქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე საბოლოო ანგარიშსწორების დროს;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ყოველ შესრულებულ/დამონტაჟებულ ბანერზე (პრიორიტეტების მიხედვით)  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 

ბანერის მასალები უნდა იყოს: დიბონდი, მოცულობითი ასოები განათებით. 

სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადები: ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სრულად უნდა დაასრულოს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. 

მოთხოვნები ბანერების მონტაჟისას გამოყენებული მასალების შესახებ:

  • ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებს;
  • ბანერების კონსტრუქციის სამშენებლო მასალები არ უნდა იყოს კოროზიული და ნამყოფი ექსპლუატაციაში.

მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს ბანერების დამზადება/მონტაჟის გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში 2019-2018 წლის განმავლობაში, რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და ამ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა ან/და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სახელმწიფო შემსყიდველზე გაწეული სამშენებლო სამუშაოს დროს შესაძლებელია ტენდერის / შესაბამისი შესყიდვის ნომერის მითითება, საიდანაც დადგინდება, რომ კომპანიას აქვს  შესრულებული ანალოგიური სამუშაო. 
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ (spa.ge) არაკეთილსინდისიერ  მიმწოდებელთა სიაში (შავი სია); 

ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ:

  • თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გეგმავს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ქვეკონტრაქტორის გამოყენებას მასზე გავრცელდება ამ ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური პირობები რაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე. 

დამატებით პირობები:

  • შპს “გრინვოში“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
  • შპს „გრინვოში“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
  • ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „გრინვოშისათვის“. 
  • ბანერებზე წარწერა უნდა იყოს ორენოვანი (ქართული/ინგლისური). 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 25 დეკემბერი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ბიჯი: ვაჭრობის გარეშე;
  • კომერციულ წინადადებაში გთხოვთ მიუთითოთ როგორც კვადრატული მეტრის, ასევე გრძივი მეტრის ღირებულება;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

დამატებითი ინფორმაციაზე გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: პავლე ანთელაძე
მობ: 599076809
ელ. ფოსტა: pantelava@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა