ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6356 - ტენდერი ქ. ქუთაისში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი კორპუსების გაზმომარაგების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: ქ. ქუთაისი ახალგაზრდობის მე-5 შესახვევში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების (E, F და G კორპუსების) გაზმომარაგების სამშენებლო - სამონტაჟო სამუშოების შესრულება თანდართული პროექტის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 
  • გარანტიის ვადების მითითებით.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის  მიხედვით - იხილეთ დანართი.
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 25 დეკემბრის 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 537723.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
საკონტაქტო პირი: სერგო კელენჯერიძე
მობ 5. 99 73-18-41

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 65200000 გაზის განაწილება და მასათან დაკავშირებული მომსახურებები