ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6372 - ტენდერი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის ტრანსპორტირების ყოველთვიური მომსახურების მოწოდებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 27 დეკემბრამდე 16:00.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის ტრანსპორტირების ყოველთვიური მომსახურების მოწოდებაზე.

ტენდერი მოიცავს 7 ლოტს:

  • ლოტი N1 – ქ. თბილისის მასშტაბით მომსახურება
  • ლოტი N2 – ქ. გორის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება
  • ლოტი N3  – ქ. რუსთავის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება
  • ლოტი N4 – ქ. ბათუმის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება
  • ლოტი N5 – ქ. თელავის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება
  • ლოტი N6 - ქ. ქუთაისის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება
  • ლოტი N7 - ქ. ფოთის მასშტაბით სატრანსპორტო მომსახურება

თითოეული ლოტისთვის განიხილება ორივე ტიპის შემოთავაზება როგორც სამარშრუტო ტაქს(ებ)ი ასევე ტაქსები (მსუბუქი ავტომობილები). თითოეულ ლოტზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და საჭირო რაოდენობა უნდა განსაზღვროს ტენდერში მონაწილემ და უნდა შემოგვთავაზოს ოპტიმალური ვარიანტი. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ბანკის თანამშრომლები დროულად, კომფორტულად და შეფერხების გარეშე ახერხებდნენ დანიშნულების ადგილას მისვლას. უფრო კონკრეტულად კი შეხვედრის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ბანკის თანამშრომელს არ უნდა სჭირდებოდეს 30-40 წუთზე მეტი. აღნიშნული ფაქტორი წინადადებების შეფასებაზე გავლენას იქონიებს.

მისამართები, განრიგი, თანამშრომლების რაოდენობა და სხვა დეტალები მოცემულია ფასების ცხრილში (დანართი 1).

ტენდერში მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბანკის თანამშრომლები მუშაობენ ოფიციალური დასვენების დღეებშიც (იშვიათი გამონაკლისების გარდა). შესაბამისად, ტენდერში მონაწილემ მზად უნდა იყოს მათი ტრანსპორტირების მომსახურებით შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს რომლებსაც აქვთ მსგავსი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც მხოლოდ ერთ ლოტში, ასევე ლოტების ნებისმიერ კომბინაციაში ან შვიდივე ლოტში ერთად, თუმცა განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ლოტის შემთხვევაში ცალ-ცალკე.
  • ტენდერის მონაწილემ უნდა წამოადგინოს მომსახურების ყოველთვიური ჯამური ფასი თითოეული ლოტისთვის. ყოველთვიური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადსა და გადასახდელს და ასევე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის ხარჯსაც.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მქონე მომწოდებელს თითოეული ლოტისთვის. ტენდერში მონაწილემ შესაძლოა გაიმარჯვოს როგორც მხოლოდ ერთ ლოტში, ასევე ნებისმიერ ორ ან მეტ ლოტში ერთად ან შვიდივე ლოტში ერთად.
  • დამატებითი ინფორმაცია: 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე პერიოდის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მასშტაბით მომსახურების ფარგლებში (ლოტი 1) გავლილი მანძილი თვეში საშუალოდ შეადგენს 4,200 კილომეტრს. თუმცა, ტენდერში მონაწილემ, ლოტი 1-სთვისაც ისევე როგორც დანარჩენი ლოტების შემთხვევაში, თავად უნდა განსაზღვროს გასავლელი მანძილი მოცემული მისამართების მეშვეობით და გათვალოს ხარჯები.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს ხელმოწერილი სკანირებული ვერსია და ასევე ექსელის ფორმატშიც;

ტენდერის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის მოკლე აღწერა (გამოცდილება, კლიენტების სია); 
  • მძღოლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვას;
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები;
  • შემოთავაზებული მძღოლ(ებ)ის მართვის მოწმობის ასლი.

ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მიწოდების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.

შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა ჰქონდეთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

ხელშეკრულების გაფორმების წინ, ტენდერში მონაწილეს შესაძლოა მოეთხოვოს მძღოლების შესახებ დამატებითი ინფომაციის წარმოდგენა: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, მართვის მოწმობაზე არსებული ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია/ცნობა.

ასევე, ხელშეკრულების გაფორმების წინ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 27 დეკემბერი, 16:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით ინფორმაციაზე დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა