ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6375 - ტენდერი ქსელური აპარატურის და მასთან დაკავშირებული თანმდევი საინსტალაციო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს: ქსელური აპარატურის და მასთან დაკავშირებული თანმდევი საინსტალაციო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი
  • კორპორატიული ქსელური ინფრასტრუქტურის დიზაინის შექმნის და დანერგვის გამოცდილება

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი (წარმოდგენილი უნდა იყოს ჩაშლილი სახით პუნქტების მიხედვით,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.)
  • მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF)
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (ბოლო 2 წლის)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ქსელური აპარატურის და მასთან დაკავშირებული თანმდევი საინსტალაციო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 დეკემბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
მიხეილ ჭოლაძეს
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 1144). მობ: 595 58 13 17
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Mikheil.Choladze@terabank.ge

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005).  მობ: 595 60 01 04
ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32400000 ქსელები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება