ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6389 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვისა და მბეჭდავი ტექნიკის შეკეთების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში“ (შემდგომში „საავადმყოფო“) აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვისა და მბეჭდავი ტექნიკის (Printer, all in one) შეკეთების მომსახურებაზე.

მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი:

  • დამუხტული კარტიჯის მიწოდება და მბეჭდავი ტექნიკის (Printer, all in one) შეკეთების მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა (გარდა მბეჭდავი ტექნიკის შეკეთების მომსახურებისა);
  • საქონლის მოწოდება და მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს საავადმყოფოში (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N33).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით, რომელიც უცვლელი იქნება მთელი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში;
  • ფასი უნდა მოიცავდეს ადგილზე მოწოდების ღირებულებასაც;
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების შესაბამისად წარმოდგენილი კონსოლიდირებული მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;
  • კონსოლიდირებულ მიღება-ჩაბარებაში მოცემული უნდა იყოს ყოველთვიურად მიწოდებული დამუხტული კარტრიჯების ოდენობა, დიფერენცირებული მოდელების მიხედვით;
  • წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება კარტრიჯების დამუხტვის სავარაუდო შესასყიდი რაოდენობის წლიურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 84 (ოთხმოცდა ოთხი) ლარის ოდენობით;
  • საქონლის/მომსახურების საბოლოო ერთეულის ფასები გამოითვლება საბოლოო შემოთავაზების მიხედვით, რაც გულისხმობს პროპორციულად დაკლებას ცხრილში არსებული საქონლის ერთეულის ფასების მიმართ;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, წარმადობა, მოწოდების ვადა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა;
  • საავადმყოფოს მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა: მწარმოებლის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, კარტრიჯის ნიმუშები;
  • პრეტენდენტი ვალდებულია დანართში არსებული საქონელი/მომსახურება შემოგვთავაზოს სრულად;
  • საავადმყოფო იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ;
  • ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 1 თებერვლამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილი (დანართი N1-ის ორივე sheet-ზე) სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 20 იანვრის, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობა გაიმართება კარტრიჯების დამუხტვის მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე (წლიური მოცულობის გათვალისწინებით);
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 8484 ლარი.
  • ბიჯი: 84 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლევან ლიპარტელიანი
მობ.: 598890886
ელ-ფოსტა: levani.liparteliani@mail.ru

შენიშვნა: დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს საავადმყოფოს მოთხოვნის შესაბამისად, კარტრიჯების დამუხტვის განფასების ღირებულებაში არ შედის მბეჭდავი ტექნიკის (Printer, all in one) შეკეთების მომსახურების ღირებულება, რომელიც ანაზღაურდება შეთანხმებული ფასის მიხედვით.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 დეკემბერი 2019 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 8'484.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 84.00 ‎₾