ჩაბარების ვადა:

21 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6391 - საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2020 წლის 21 იანვარი, 17:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში“ (შემდგომში „საავადმყოფო“) აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების შესყიდვაზე.

საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა;
  • საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს საავადმყოფოში (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N33).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით, რომელიც უცვლელი იქნება მთელი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში;
  • ფასი უნდა მოიცავდეს ადგილზე მოწოდების ღირებულებასაც;
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების შესაბამისად წარმოდგენილი კონსოლიდირებული მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;
  • წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო შესასყიდი რაოდენობის წლიურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 107 (ასშვიდი) ლარის ოდენობით;
  • საქონლის საბოლოო ერთეულის ფასები გამოითვლება საბოლოო შემოთავაზების მიხედვით, რაც გულისხმობს პროპორციულად დაკლებას ცხრილში არსებული საქონლის ერთეულის ფასების მიმართ;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ნიმუშების შეთანხმება, მოწოდების ვადა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა;
  • საავადმყოფოს მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეათანხმოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუშები;
  • საავადმყოფო იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 1 თებერვლამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილი (დანართი N1) სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

შენიშვნა: დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს საავადმყოფოს მოთხოვნის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 21 იანვრის, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე (წლიური მოცულობის გათვალისწინებით);
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 10797 ლარი.
  • ბიჯი: 107 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლევან ლიპარტელიანი
მობ.: 598890886
ელ-ფოსტა: levani.liparteliani@mail.ru

ტენდერის კატეგორია:

  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 დეკემბერი 2019 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 10'797.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 107.00 ‎₾