ჩაბარების ვადა:

16 მაისი 2014, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T64 - საკანალიზაციო კოლექტორის გადატანის ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტია: ქ.ბათუმში მშენებარე რაგბის კომპლექსის ტერიტორიაზე საკანალიზაციო კოლექტორის გადატანა.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია 2014 წლის 30 აპრილის 11:00 საათიდან 2014 წლის 8 მაისის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 39ა, V სართული, ოთახი 9. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იქნება ქართულ ენაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან მასზედ, რომ იურიდიული პირის ქონებას და წილებს არ ადევს ყადაღა
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია უკანასკნელი 3 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოს) შესახებ


შენიშვნა:

პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინონ თითო ეგზემპლარად, დედნის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით. ყველა ცნობა, რომელიც განსაზღვრული ვადითაა გაცემული წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ვადის ფარგლებში. ცნობა, რომელზეც არ არის დადგენილი მოქმედების ვადა გაცემული უნდა იქნეს მე -3 პუნქტში მითითებული სატენდერო წინადადების წარდგენის თარიღებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი რომელიმე საბუთის წარუდგენლობის, მისი არასათანადო ფორმით წარდგენის ან მოყვანილი მონაცემების უზუსტობის და/ან სიყალბის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება. პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:

სატენდერო წინადადება უნდა შედგეს ქართულ ენაზე. სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იქნას მონაცემები მომსახურების მეთოდოლოგიისა და საშუალებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შემდგომში საჭიროების შემთხვევაში შასაძლებელი გახდება სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკური პირობების დაზუსტება. სატენდერო წინადადების შეფასების მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, შემოთავაზებული მეთოდოლოგიისა და მიდგომების ეფექტურობა.

მონაწილეობის მიღება:

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება (სამუშაოს ღირებულება) და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 16 მაისს, 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:

ქ.თბილისი, ჭავჭავაზის გამზ. 39ა, V სართული, ოთახი 9.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სატენდერო კომისიის აპარატში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 39ა, V სართული, ოთახი 9. ცნობისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 291 35 75, მობ. 599 919591.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ