ჩაბარების ვადა:
17 იანვარი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6405 - მობილური აპლიკაციის შემუშავება
ტენდერის აღწერილობა:
Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს წინადადებების მოთხოვნას მობილური აპლიკაციის შემუშავებაზე.
მობილური აპლიკაციის მიზნები:
- არსებული საცალო ელ. კომერციის პორტალის მობილური აპლიკაციის ფრონტის შექმნა.
პლატფორმები:
- iOS;
- Android.
მოწყობილობები:
- სმარტფონი;
- ტაბლეტი.
მიმდინარე აპლიკაციების მიმოხილვა:
- კომპანიის ამჟამინდელი აპლიკაცია ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნილებებს და საჭიროებს განახლებას.
ახალი აპლიკაციის მოთხოვნები:
შერჩეული კომპანიები მიიღებენ დეტალურ ფუნქციების ჩამონათვალს გაუთქმელობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
ეს არის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც მობილური აპლიკაციას უნდა ჰქონდეს:
- პროდუქტის დათვალიერება - პროდუქციის მრავალი სურათი, ფართო მიმოხილვის ვარიანტები, სურვილების სიები და მრავალი სხვა.
- კატალოგის დათვალიერება - მარტივი ნავიგაცია, მოწინავე პროდუქტის ფილტრაციის სისტემა.
- მომხმარებელთა ანგარიშები - შეკვეთის სტატუსი და ისტორია, „ვიშლისტი“, წინასწარ არჩეული გადახდის მეთოდი და მიღების მისამართი.
- მომხმარებელთა მომსახურება - ქოლცენტრის / ონლაინ ჩათის ინტეგრაცია.
- გადახდა - საკრედიტო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა
- ტრანსპორტირება - მისამართის მითითება, გადამტანის არჩევა
- გადახდა (Checkout) - ერთ გვერდიანი გადახდა, გადახდა ანგარიშის გარეშე.
- მარკეტინგული აქციები და ინსტრუმენტები - კუპონები, ფასდაკლებები, სხვადასხვა სარეკლამო ვარიანტები და არსებული ლოიალობის ბარათის გამოყენების შესაძლებლობა.
- შეტყობინებები - ფუშ ნოტიფკაციების ინტეგრირება
წინადადებების მოთხოვნები:
გთხოვთ, შეიტანოთ შემდეგი თქვენი წინადადების პასუხში:
- თქვენი კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- ხელმისაწვდომი რესურსების ჩამონათვალი (დეველოპერების რაოდენობა, კვალიფიკაცია და ა.შ);
- ბოლოს შესრულებული მსგავსი პროექტ(ებ)ის ჩამონათვალი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია 2019 წლის 17 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: george@nakaidze.com
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები