15 იანვარი 2020, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT6406 - ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/466;
- დანიშნულება: პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
I. კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:
- ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
- აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
- უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
- დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
- შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი: ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე:
დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე, ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე;
- შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხო;
II. ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
III. გადახდის პირობები: ყოველთვიური, ინვოისის გამოწერიდან 10 დღის ვადაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- I. თქვენი კომპანიის დასახელება;
- II. საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- III. ტენდერის დასახელება;
- IV. მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
- V. წარწერა: კონფიდენციალურია
- VI. გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი", სს.ლომისი
შემოთავაზების მიღება იწყება 08.01.2020, 12:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 15.01.2020, 12:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი
ტელ.: (+99532) 2180797
ელფოსტა: HRTenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები