
31 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6428 - მარკეტინგული მასალების დამზადება/შეძენაზე
- გამომცხადებელი: შპს დიპლომატ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 22 იანვარი 2020 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 იანვარი 2020 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს შვიდ ლოტად 2020 წლის განმავლობაში: მარკეტინგული მასალების დამზადება/შეძენის შესახებ.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ დელატურ მახასიათებლებზე და ფასი წარადგინოთ ყველა სახეობაზე.
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა მოთხოვნის დეტალები შეგიძლიათ იხიდლოთ თანდართულ ფაილებში.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 იანვარი 17:00 საათი.
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. პარტნიორი კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
- ნესბიმიერი შეკითხვით გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 31 იანვარი, 17:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40
ოფისის მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ნინი ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: n.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 26
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
მოგესალმებით, მოგმართავთ კომპანია “//////////////////”-ს გუნდი მოგეხსენებათ თქვენს მიერ გამოცხადებულია ტენდერი „T6428 - მარკეტინგული მასალების დამზადება/შეძენაზე“ აღნიშნულ ტენდერზე ჩვენი კომპანია გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს, ვინაიდან გაგვაჩნია შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაცია და ტექნიკური აღჭურვილობა. გთხოვთ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ ტენდერზე კერძოდ: გადმოგვიგზავნოთ ზუსტი/დეტალური ჩამონათვალი შესასრულებელი სამოშაოების; ასევე შესასრულებელი სამუშაოების ფოტო ნიმუშები მითითებული ინფორმაცი(ებ)ით (ზომები, მასალები და სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაცია გვესაჭიროება, რათა მოხდეს ჩვენი მხრიდან ზუსტი ფასის განსაზღვრა შემდგომში ჩვენი ურთიერთობის შეუფერხებლად წარმართვისათვის. პატივისცემით, შპს “//////////”-ს გუნდი
მოგესალმებით, მოგმართავთ კომპანია “FLEXMEDIA”-ს გუნდი მოგეხსენებათ თქვენს მიერ გამოცხადებულია ტენდერი „T6428 - მარკეტინგული მასალების დამზადება/შეძენაზე“ აღნიშნულ ტენდერზე ჩვენი კომპანია გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს, ვინაიდან გაგვაჩნია შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაცია და ტექნიკური აღჭურვილობა. გთხოვთ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ ტენდერზე კერძოდ: გადმოგვიგზავნოთ ზუსტი/დეტალური ჩამონათვალი შესასრულებელი სამოშაოების; ასევე შესასრულებელი სამუშაოების ფოტო ნიმუშები მითითებული ინფორმაცი(ებ)ით (ზომები, მასალები და სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაცია გვესაჭიროება, რათა მოხდეს ჩვენი მხრიდან ზუსტი ფასის განსაზღვრა შემდგომში ჩვენი ურთიერთობის შეუფერხებლად წარმართვისათვის. პატივისცემით, შპს “FLEXMEDIA”-ს გუნდი