ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6458 - ტენდერი HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს და სისტემაში დააფიქსიროს ყოველთვიური მომსახურების ჯამური ფასი: დანართ N1-ის  #1-დან #13-მდე ცხრილების შესაბამისი ჯამი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (ფასში უნდა შედიოდეს სახარჯი მასალების ხარჯებიც) გარდა შემდეგი ხარჯებისა:
    - რეგიონებში (თბილისიდან 50 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ადგილმდებარეობის შემთხვევაში) არაგეგმიური, გადაუდებელი გამოძახების დროს ტრანსპორტირების ხარჯები. ამგვარი ხარჯებისთვის ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ტრანსპორტირების ფასი 1 კმ-ზე, რაც უნდა მიუთითოს დანართ N1-ის ცხრილ #14-ში;
    - დაზიანებული ნაწილის გამოცვლის ხარჯები რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარე და საჭიროებს გამოცვლას (მაგალითად: კონდინციონერის პლატა, ტრანსპორმატორი, კონდესატორი, თერმული სენსორი, გათბობის ქვაბის საფართოებელი, საცირკულაციო ტუმბო, დამცველი სარქველი, ღვედი), კომპანიამ უნდა შეისყიდოს ამგვარი ნაწილი და წარმოადგინოს ბანკში ხარჯი ასანაზღაურებლად თვის ბოლოს. ამგვარი ნაწილები კომპანიამ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში უნდა განაფასოს დანართ N1-ის ცხრილ #15-ში, სადაც კომპანიამ  ფასიდან უნდა გამოყოს დანარიცხები: მოგება, ზედნადები ხარჯები, დღგ.  ასევე, ბანკის მიერ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ინსტრუქცია, რომ იმ გამოსაცვლელი ნაწილის შეძენა რომელიც დანართ N1-ის ცხრილ #15-ში არ იქნება განფასებული, მოხდეს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კომპანიისგან რომელთანაც ბანკს ექნება გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ისარგებლებს სპეციალური ფასებით ან მიწოდებულ იქნას პირდაპირ ბანკის მიერ;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;

წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა
ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება უნდა ფარავდეს შემდეგ პუნქტებს ქვემოთ მოცემული გრაფიკის შესაბამისად:

  მომსახურების ტიპი მომსახურების გრაფიკი
გეგმიური რევიზია თვეში ერთხელ
სარემონტო სამუშაოები ულიმიტო
კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა ულიმიტო
გადაუდებელი გამოძახება ულიმიტო
ფილტრების დამზადება AHU-ზე წელიწადში ერთხელ
ფილტრების გარეცხვა AHU-ზე თვეში ორჯერ
ფილტრების გაწმენდა ფანკოილებზე თვეში ორჯერ
ჩილერის გარეცხვა სეზონზე ორჯერ
ჩილერის დაპრესვა-დაცლა სეზონზე ორჯერ
გათბობის ქვაბის სისტემის შევსება-დაპრესვა სეზონზე ორჯერ
გათბობის ქვაბის გაწმენდა დარეგულირება წელიწადში ორჯერ
კონდინციონერის ფილტრების გაწმენდა თვეში ერთხელ
კონდინციონერის გარე ბლოკის რეცხვა წელიწადში ერთხელ
რეკუპირატორის ფილტრების რეცხვა საჭიროებისამებრ
VRV კონდინციონერის გარე ბლოკის რეცხვა საჭიროებისამებრ
VRV კონდინციონერის შიდა ბლოკის ფილტრების გარეცხვა თვეში ერთხელ

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემების გამართული მუშაობა.

ასევე, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებით სასწრაფო გამოძახება და კომპანია მზად უნდა იყოს რომ უმოკლეს ვადებში (1-5 საათში) მათ შორის არასტანდარტულ სამუშაო დროს მოახდინოს გამოძახებაზე რეაგირება.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის (HVAC მომსახურების) მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
  • სასურველია ტენდერის მონაწილემ ასევე მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ პარალელურად გამოცხადებულ HVAC სისტემების ნასყიდობის შესახებ გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში. გთხოვთ იხილოთ აღნიშნული ტენდერის ბმული: https://www.tenders.ge/tenders/6400/hvac-systems-bog.html
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 27 იანვარი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 300 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით ინფორმაციაზე დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 იანვარი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 300.00 ‎₾