ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6461 - ტენდერი 70 ცალი საოფისე გორგოლაჭიანი სავარძლის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს  70 ცალი საოფისე გორგოლაჭიანი სავარძლის შეძენაზე.

შესასყიდი ინვენტარის ძირითადი მოთხოვნა:

  • მდგომარეობა: ახალი;
  • სავარძლის მექანიზმის და ძირითადი აგებულება უნდა შედგებოდეს ნორმალური ხარისხის მეტალის ნაწილებისგან.
  • განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული, ისე საზღვარგარეთიდან ჩამოტანის ვარიანტიც.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის  მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ანგარიშსწორების პირობა: 

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (იხილეთ დანართი #1)
  • საბანკო რეკვიზიტები;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: სავარძლების ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული სავარძლების დეტალურ აღწერილობას;

შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • საგარანტიო ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2020 წლის 17 იანვრიდან 2019 წლის 30 იანვრის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tenders_imedil@imedil.getbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ბოჭორიშვილი
მობ: 577552200  

საკონტაქტო პირი: ოთო ბრეგაძე
მობ: 592984411

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები