ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6463 - ტენდერი ტვირთის გადაზიდვასა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვასა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვასა და დამხმარე პერსონალით მომსახურების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო  ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული დავალებების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი. 

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს და ატვირთოს ტენდერში გათვალისწინებული ყველა დანართი:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (ექსელის / ვორდის ფორმატში) (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (ხელმოწერით დამოწმებული, PDF ფორმატში) (დანართი 2);

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ცნობა 01/01/2019 – 31/12/2019 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პრეზენტაციის, Word ან PDF დოკუმენტის სახით);
  • მინიმუმ ორი რეკომენდაცია სს საქართველოს ბანკის მასშტაბის მქონე ორგანიზაციიდან;

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

მომსახურების პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნაშივე განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს სხვადასხვა ტიპის საქონლის/ინვენტარის ტრანსპორტირება/გადაადგილება და გამოყოს შესასრულებელი სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პერსონალი.
  • მომსახურების გაწევაზე მოთხოვნას ბანკი განახორციელებს როგორც ელექტრონული მიმოწერის ასევე სატელოფონო და პირადი კომუნიკაციის საფუძველზე.
  • ბანკი  მოთხოვნას განახორციელებს პრეტენდენტის მიერ დადგენილ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე.
  • პრეტენდენტი ვალდებულია დაადასტუროს ბანკის მოთხოვნის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მოთხოვნის შესრულების მიმდინარე სტატუსი.
  • მომსახურება მოიცავს და  არ შემოიფარგლება შემდეგი სერვისებით:  
  • სამშენებლო და მარკეტინგული მასალების, ავეჯის, ტექნიკის და სხვა საჭირო ინვენტარის დატვირთვა, ტრანსპორტირება და მითითებისამებრ განლაგება ბანკის სასაწყობე ფართიდან ან/და სხვა ლოკაციიდან ბანკის საწყობში, სერვის ცენტრებში ან/და სხვა ოფისებში.
  • საქართველოს საბაჟოებიდან ტვირთის დატვირთვა, ტრანსპორტირება და დასაწყობება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • განვადების მენეჯერებისთვის ავეჯის, ტექნიკის და სხვა საჭირო ინვენტარის სასაწყობე ფართიდან ტრანსპორტირება და მითითებულ ლოკაციაზე სამუშაო ადგილების სრულად გამართვა.
  • განვადების მენეჯერების ავეჯის, ტექნიკის და სხვა საჭირო ინვენტარის მითითებულ ლოკაციაზე დაშლა და საწყობში ტრანსპორტირება.
  • ბანკის მიერ გადაცემული საჩუქრების სერვის ცენტრებში ან/და სხვა ოფისებში დღესასწაულების ან/და განსაკუთრებული შემთხვევების დროს დარიგება დათქმულ ვადებში.
  • პერიოდულად ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ბანკის საწყობის მითითებისამებრ გადალაგება, სახეობებად განთავსება.
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მითითებული მისამართებიდან ნარჩენების გატანა (სამშნებლო და სხვა);
  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ მომსახურებებთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი მომსახურება.

მხარეები თანხმდებიან, მომსახურების შესრულებისათვის საჭირო შემდეგ დამატებით რესურსებზე:

  • სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო ბანკის მიერ მოთხოვნილი ადამიანური და ტექნიკური რესურსი უნდა შეადგენდეს: 
  • 2-4 დამხმარე პერსონალი ბანკის არქივის შენობაში, დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებით, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
  • 8-10 დამხმარე პერსონალი ბანკის საწყობში, სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. 
  • ბანკის სასაწყობე ფართში გეგმიური ინვენტარიზაციის დროს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად 5-7 დამხმარე მუშახელის გამოყოფა, რომელთაც აქვთ სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ინვენტარის დატვირთვის, ტრანსპორტირების, გადაადგილების ან/და მითითებულ ადგილებზე დალაგებისთვის ბანკის მიერ განსაზღვრული საჭირო სამუშაოს მოცულობის შესაბამისი მუშახელის უზრუნველოყოფა, არაუმეტეს 25 ადამიანისა.
  • ბანკის ახალი ოფისის ან/და სერვის ცენტრის გახსნამდე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად დამხმარე 2-7 მუშახელის გამოყოფა, რომლებიც შეასრულებენ ბანკის ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებებს.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების შესრულებისათვის პრეტენდენტი უზრუნველჰყოფს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
  • 5 (ხუთი) ერთეული სატვირთო ავტომობილი (მაქსიმალური ტვირთამწეობა 2 ტონა) მუდმივ მზადყოფნაში (24/7) ბანკის საწყობის მიმდებარედ, საკანცელარიო მასალებითა და მცირე ტვირთებით თბილისისა და რეგიონების მოსამარაგებლად;
  • 2 (ორი) ერთეული სატვირთო ავტომობილი (მაქსიმალური ტვირთამწეობა 3,5-5 ტონამდე) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი - რეგიონები;
  • 2 (ორი) ერთეული სატვირთო ავტომობილი (მაქსიმალური ტვირთამწეობა 7-10 ტონამდე) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი-რეგიონები;
  • პრეტენდენტი სრულადაა პასუხისმგებელი მომსახურების გაწევის დროს ბანკის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე.
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა.
  • ავტოტრანსპორტით მომსახურებისთვის ყველა საჭირო ხარჯს მათ შორის საწვავის ხარჯს უზრუნველყოფს პრეტენდენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 28 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 250 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით ინფორმაციაზე დაუკავშირდით:
გია გოგიბერიძე
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

საკონტაქტო პირი: ლევან ბექაია
მობ: +995 577 726 688
ელ. ფოსტა: lbekaia@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 იანვარი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 250.00 ‎₾