ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6464 - ტენდერი კომპანიის შერჩევა სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შერჩევას სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ფოტომასალა ჩაწერილი CD ან მიკრო ჩიპზე;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ავეჯის დამზადება/მონტაჟის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება, დანართი N1,
  • ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული ავეჯის დამზადება-მონტაჟის შესრულების შესახებ ბანკი გაუგზავნის  გამარჯვებულს ავეჯის დიზაინს, ნახაზებს ზომებისა და მასალის მითითებით ამ დამკვეთი ადგილზე მოახდენს ზომების აღებას;
  • ავეჯის მწარმოებელი კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება გამოცდილების, კვალიფიკაციის და განხორციელებული პროექტების შესაბამისად. წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 

შემოთავაზებები  წარმოადგინეთ დალუქული კონვერტით და კონვერტზე მითითებული უნდა იყოს:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, კომპანიის შერჩევა სს „ლიბერთი ბანკი“-სთვის ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 27 იანვარი 2020 წ, 17:00 საათი.
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,ი. ჭავჭავაძის #74, (0162)  სს”ლიბერთი ბანკი”. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: შორენა თავაძე 
მობ: 595 90 12 00
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://libertybank.ge/ka/tenderebi/159/kompaniis-shercheva-satao-opisshi-pilialebsa-da-servis-tsentrebshi-mteli-saqartvelos-masshtabit-laminat

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები