ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6466 - ტენდერი სამედიცინო მედიკამენტების და სახარჯი მასალების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. ქართულ–ჰოლანდიურ ჰოსპიტალს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო მედიკამენტების და სახარჯი მასალების შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ.  მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • კონსიგნაციის ვადა;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო  პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);  

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების, პირობების და მომსახურების შესაბამისად

გთხოვთ, სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 თებერვალი 2020 წ. (18:00- მდე).
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, გობრონიძის №27.

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
სოფიო ედილაშვილს
მარაგების მართვის მენეჯერი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ: (+995) 597 05 77 05
E-mail: sofo.edilashvili@mail.ru

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
მამუკა ტაბიძეს
შესყიდვების განყოფილების უფროსი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 599 53 74 18 
E-mail: procurement@gedh.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები