ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2020, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T6469 - კონკურსი № 005-BID-20 ერთ ლოტად ლაბორატორიის მასალის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 13 თებერვლამდე.

კონკურსის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს კონკურსს  005-BID-20 ერთ ლოტად - ლაბორატორიის მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.

  • ლოტი #1 - ლაბორატორიის მასალის შესყიდვა  წარმოდენილი 5 დანართის სახით 
  • დანართი #1 - რეაქტივები
  • დანართი #2 - დამხმარე მოწყობილობები
  • დანართი #3 - სახარჯი მასალა 
  • დანართი #4 - ლაბორატორიული ჭურჭელი
  • დანართი #5 - მიკრობიოლოგია 

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული დანართების მიხედვით მხოლოდ, სადაც სრულყოფილად და ყურადღებით უნდა იყოს მითითებული ერთეულის, პოზიციის ჯამური და საბოლოო ჯამური ფასი. ასევე, დამატებით გრაფაში აუცილებელი წესით უნდა მიეთითოს პროდუქციის კოდი  და/ან სხვა რაიმე კომენტარი/შენიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ხარისხის გადამოწმება და სპეციფიკაციასთან შედარება. CD-ზე ჩაწერილი უნდა იყოს როგორც დანართი, ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით, დოკუმენტი, ასევე ექსელის ფორმატში. 
  • არ შეცვალოთ (ხელშეკრულებაში,ინვოისში,ზედნადებში) დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით
  • ყურადღებით გაეცანით ყველა პოზიციის სპეციფიკაციებს
  • რეაგენტების ვადა განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით
  • პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით.
  • მასალის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მაისის თვიდან. 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში
    - ლიკვიდაციის პროცესში
  • გამოცდილება მსგავსი ტიპის სამუშაოებისა და პროდუქციის შესყიდვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით 

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2020 წლის 13 თებერვალი 14:00 სთ.

წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი თანდართული კომპაქტ-დისკით (CD).

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი კოსტავას 1 შესახვევი N 33 GWP სათავო ოფისი, კანცელარია. წარმოდგენილი წინადადება უნდა დარეგისტრირდეს ოპერატორთან და განთავსდეს სპეციალურ სატენდერო ყუთში.  

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: Kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192 500

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: თამარ ნიკურაძე 
ელ. ფოსტა: Tnikuradze@gwp.ge
ტელ: 599 93 37 32

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები