ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T647 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის კუთვნილ ფართში (თბილისი, წერეთლის 116) ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე;

მომსახურების დასახელება:

  • 800 მ2 სარემონტო სამუშაოები - თბილისი, წერთლის 116

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობითგანსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    4. კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
    5. კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაციისთვის და ფართის ადგილზე სანახავად დაუკავშირდით გენადი აფციაური 595 599 030.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 22 ივლისიდან – 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება ავანსის სახით, შემდეგი პრინციპით 35%-35%-30%;
  • სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, მომსახურების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისიი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20424&lang=geo