ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2020, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T6471 - ტენდერი № R-001-BID-20 2 ლოტად ლაბორატორიის სახარჯი მასალისა და მოწყობილობების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 13 თებერვლამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს “რუსთავის წყალი“ აცხადებს ტენდერს R-001-BID-20  2 ლოტად ლაბორატორიის სახარჯი მასალისა და მოწყობილობების შესყიდვასთან  დაკავშირებით  და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.

  • ლოტი #1 - ლაბორატორიის მასალის შესყიდვა  წარმოდენილი 5 დანართის სახით 
  • ლოტი # 1 - დანართი #1 - რეაქტივები
  • ლოტი #1 - დანართი #2 - დამხმარე მოწყობილობები
  • ლოტი #1 - დანართი #3 - სახარჯი მასალა 
  • ლოტი #1 - დანართი #4 - ლაბორატორიული ჭურჭელი
  • ლოტი #1 - დანართი #5 - მიკრობიოლოგია

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული დანართების მიხედვით მხოლოდ, სადაც სრულყოფილად და ყურადღებით უნდა იყოს მითითებული ერთეულის, პოზიციის ჯამური და საბოლოო ჯამური ფასი. ასევე, დამატებით გრაფაში აუცილებელი წესით უნდა მიეთითოს პროდუქციის კოდი  და/ან სხვა რაიმე კომენტარი/შენიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ხარისხის გადამოწმება და სპეციფიკაციასთან შედარება. CD-ზე ჩაწერილი უნდა იყოს როგორც დანართი, ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით, დოკუმენტი, ასევე ექსელის ფორმატში. 
  • არ შეცვალოთ (ხელშეკრულებაში,ინვოისში,ზედნადებში) დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით
  • ყურადღებით გაეცანით ყველა პოზიციის სპეციფიკაციებს
  • რეაგენტების ვადა განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით
  • პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით.
  • მასალის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მაისის თვიდან მისამართზე - ქ. რუსთავი, წმინდა ნინო ქ 5

ლოტი #2 - ლაბორატორიის მოწყობილობების შესყიდვა ლოტი#2-დანართი #1-ის მიხედვით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • შემოთავაზების დეტალური სპეციფიკაცია: მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი, მოდელი;
  • მოწოდების ვადა;
  • საგარანტიო პერიოდი;
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით 
  • მოწოდების ადგილი - ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ 5 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში
    - ლიკვიდაციის პროცესში
  • გამოცდილება მსგავსი ტიპის სამუშაოებისა და პროდუქციის შესყიდვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით 

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2020 წლის 13 თებერვალი 14:00 სთ.

წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი თანდართული კომპაქტ-დისკით (CD).

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი კოსტავას 1 შესახვევი N 33 GWP სათავო ოფისი, კანცელარია. წარმოდგენილი წინადადება უნდა დარეგისტრირდეს ოპერატორთან და განთავსდეს სპეციალურ სატენდერო ყუთში.  

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: Kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192 500

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: თამარ ნიკურაძე 
ელ. ფოსტა: Tnikuradze@gwp.ge
ტელ: 599 93 37 32

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები